Friday, November 2, 2018

"კომპიუტერების ერა"


ფუნქციონირებას იწყებს





ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წრე
კომპიუტერების ერა
ქალაქ თბილისის 118- საჯარო სკოლაში 2018 წლის 11 ოქტომბრიდან ფუნქციონერებას იწყებს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წრე, სადაც გაერთიანებული იქნებიან V კლასის მოსწავლეები .
წრის ხელმძღვანელი :ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგი - ნინო ლომიძე.
მიზნები
v  მოსწავლეებმა შეძლონ გაცნობიერება გრაფიკული რედაქტორის დანიშნულების და ფუნქციონირებსი, ეფექტიანად იყენებენ და ცოდნის იღრმავებენ;
v  მოსწავლეებმა შეძლონ ტექსტური, გრაფიკული მასალის კომბინირება ციფრული მასალის შექმნისას და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა - განვითარებისას;
v  მოსწავლეებმა შეძლონ ინფორმატიკის გამოყენების დადებითი მხარეების გაცნობიერება. გაიაზორონ ინფორმაციული ტექნოლოგიების მსოფლმხედველობრივი ასპექტები ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში: ყოველდღიურ ცხოვრებაში, მეცნიერებაში, ჯანდაცვაში, ბიზნესში, სოციალურ სფეროებში, ხელოვნებასა და კულტურაში, საგამომცემლო საქმეში;
v  საკუთარი ციფრული მასალის წარმოჩენა, სხვების მიერ განხილვისა და უკუკავშირის მიღების მიზნით.
სწავლა-სწავლების მეთოდები
v  ტექსტური და გრაფიკული მასალის კომბინირება და განხორციელება
v  პრეზენტაცია
v  დისკუსია
v  განსავითარებელი უნარ-ჩვევები
v  ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი.
v  ლაბორატორიული მეთოდი და დემონსტრირების მეთოდი
v  პრაქტიკული მეთოდები
v  ჯგუფური (collaborative) მუშაობა
v  ევრისტიკული მეთოდი
v  დემონსტრირების მეთოდი
v  ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი.
v  ახსნაგანმარტებითი მეთოდი


სამუშაო რეჟიმი:

2018-2019 სასწავლო წლის I სემესტრი . მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთხელ, სამუშაო დრო ერთი საათი.

No comments:

Post a Comment